წყალი

წყალი

 წყალბადის ოქსიდი (H2O), უსუნო, უგემო და უფერული სითხე (სქელ ფენებში ან აპარატურით დაკვირვებისას ცისფერია), ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი. აუცილებელია ყველა ცნობილი ცოცხალი ორგანიზმის არსებობისთვის.

დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მილიარდი ³. გვხვდება მსოფლიო ოკეანეში (96%), გარდა ამისა მიწისქვეშა წყლების, მყინვარების, ტბების, ნიადაგის ტენის და მდინარეების სახით, ასევე ატმოსფეროში და როგორც წვიმის წყალი. ბუნებრივ პირობებში წყალში სხვადასხვა რაოდენობით ყოველთვის გახსნილია მარილები, აირები და ორგანული ნივთიერებები.


წყლის მნიშვნელობა

წყლის მნიშვნელობა დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისთვის განუზომელია. არც ერთ პლანეტაზე არ არის იმდენი წყალი, რამდენიც დედამიწაზე. წყალი ყველგანაა ჩვენს ირგვილივ და ჩვენშიც, ჩვენი სხეულის ორი მესამედი წყალია. წყალი და სიცოცხლე განუყოფელია.

წყალი გასაოცარი სითხეა, თუმცა ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ მას, რომ ვეღარ ვამჩნევთ მის არაჩვეულებრივ თვისებებს.

ცნობილია, რომ უჯრედის 75% წყალია. მედუზას უჯრედებში მაგალითად 90% -ია წყალი. უჯრედში წყლის შემცველობა განაპირობებს მის ფორმასა და მოცულობას. ახალშობილის ორგანიზმი 80%-მდე წყალს შეიცავს, ამიტომ მისი კანი გლუვი, ფაფუკი და უნაოჭოა.


წყლის პრობლემა

წყალი ბუნებაში ყველაზე გავრცელებული ნივთიერებაა, დედამიწის 70% სწორედ წყლითაა დაფარული, იგი სიცოცხლისათვის აუცილებელი ნივთიერებაა, ამიტომ ამ ბუნებრივ რესურსს მოვლა და გაფრთხილება სჭირდება.

საქართველო ძალიან მდიდარია წყლის რესურსებით. სულ საქართველოში 26 060 მდინარეა, მაგრამ ზედაპირული წყლების დიდი ნაწილი და რიგ შემთხვევაში მიწისქვეშა წყლებიც დაბინძურებულია. სასმელი წყალმომარაგების ინფრასტრუქტურა კი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 65%- აქვს.

წყლის დაბინძურება თანამედროვეობის ერთ-ერთი სერიოზული პრობლემაა, იგი ადამიანის საქმიანობითაა გამოწვეული მინერალური სასუქები, პესტიციდები, (რომლებიც წვიმების დროს მინდვრებიდან ირეცხება) სამრეწველო და საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლები ხშირად ყოველგვარი გაწმენდის გარეშე ჩაედინება მდინარეებში, ტბებსა და წყალსატევებში.. განსაკუთრებით დაბინძურებულია მდ. მტკვარი, სადაც სპილენძის რაოდენობა 1000-ჯერ, ხოლო მოლიბდენისა - 2500-ჯერ აღემატება დასაშვებ რაოდენობას. გამოკვლევებმა აჩვენა რომ მდ. მტკვარში რკინის რაოდენობა რუსთავიდან მატულობს 30%-ით, ასევე მატულობს ამონიუმის, ფენოლისა და თუთიის რაოდენობა, რაც გამოწვეულია საწარმოების მიერ გამოყენებული ჩამდინარე წყლებით. ქალაქების კომუნალური და სამრეწველო ჩანადენების შედეგად დამარილიანება მტკვრის წყალში 2-3 ჯერ აღემატება დასაშვებს, გახსნილი ჟანგბადის კონცენტრაცია კი 2-3 ჯერ ნაკლებია დასაშვებ ნორმაზე.

ოკეანების წყლების დაბინძურების მნიშვნელოვანი წყარო ნავთობით დაბინძურებაა. დღესდღეობით 1 მლრდ.ტონამდე ნავთობი გადაიტანება აქედან 0,1-0,2% ტანკერების რეცხვისას ოკეანეში ხვდება. თუ წყალში ნავთობის შემადგენლობა 0,1მგ/-ზე მაღალია, მაშინ ასეთ წყალში თევზს სპეციფიკური სუნი და გემო დაჰყვება, რომელიც არ ექვემდებარება არავითარ ტექნიკურ დამუშავებას. განსაკუთრებით საგანგაშოა ოკეანის წყლების დაბინძურება ტანკერების ავარიების შემთხვევაში. ცნობილია რომ ერთი ტონა ნავთობის თხელი აპკი 12 კმ წყლის ზედაპირს ფარავს და მილიონ ტონამდე ზღვის წყალს აბინძურებს და წყლის ბინადართა მასობრივი დაღუპვის მიზეზია. საბოლოოდ წყლის გაჭუჭყიანებას მივყავართ იქამდე, რომ იგი უვარგისი ხდება სასმელად, საბანაოდ, წყლის სპორტისათვის და ზოგჯერ ტექნიკური საჭიროებისათვისაც კი. გაჭუჭყიანება განსაკუთრებით დამღუპველ გავლენას ახდენს თევზებზე, წყალში მცურავ ფრინველებზე და სხვა ორგანიზმებზე, რომლებიც ავადდებიან და ხშირად იღუპებიან.


No comments:

Post a Comment