მინა

რატომ მინა?
მინა ნიშნავს ჯანმრთელობას...
იმიტომ, რომ მინა არ შედის რეაქციაში მასში მოთავსებულ პროდუქტთან და ამგვარად ინახავს მას ნატურალურად.
მინა ნიშნავს სიახლეს...
იმიტომ, რომ საჭმლის გემო და სუნი მინაში დიდი ხნით ინახება.
მინა ნიშნავს გამჭირვალობას...
იმიტომ, რომ მინა არის ერთადერთი მასალა, რომელშიც მოთავსებული შიგთავსი ცხადად ჩანს.
და ყველაზე მთავარი, მინა არის ეკოლოგიურად უსაფრთხო...
იმიტომ, რომ შეიძლება მისი გადამუშავება.

                                               მინის ისტორია
რომაელი ისტორიკოსის, პლინიუსის, თანახმად მინა აღმოაჩინეს ფინიკიელმა მეზღვაურებმა. მეზღვაურებს გაშლილი ჰქონდათ ბანაკი სირიაში, პროლემაისის რაიონში. მათ ვერ იპოვეს ქვები საცეცხლურის მოსაწყობად, აიღეს სოდის ნაჭრები, დაალაგეს ერთმანეთზე და ზედ მოათავსეს თავიანთი ქვაბები. მეორე დღეს აღმოაჩინეს, რომ ქვიშა და სოდა კოცონის ცეცხლზე დადნა და მინად გარდაიქმნა.

არავინ იცის დაზუსტებით, თუ რამდენად შეესაბამება სიმართლეს ეს ისტორია, მაგრამ მოგვიანებით ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა აჩვენა, რომ ხის წვით შესაძლოა მიღწეულ იქნას მინის დამზადებისთვის საჭირო ტემპერატურა.

მინის დამზადების და დამუშავების ადრინდელმა ნიმუშებმა ჩვენამდე მოაღწიეს ძველი ეგვიპტიდან და მესოპოტამიიდან, სადაც ქვიშა უხვად იყო. ამ ნიმუშების უდიდესი ნაწილი შედგებოდა მინის დიდი ზომის მყარი ნაჭრებისგან, რომელთა მცირე ზომის ფრაგმენტები გატეხილი და გაპრიალებული იყო.

მინის დამზადების პროცესის განვითარების პირველი მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო მინასაბერი მილაკის გამოჩენით I საუკუნეში ჩვენს წელთაღრიცხვამდე. აღნიშნულ დრომდე მინის სხვადასხვა ფორმების დამზადება მიმდინარეობდა დიდი სირთულეებით, პრიმიტიული მეთოდების გამოყენებით. შემდგომ მათი დამზადება გაადვილდა ქურაში შესაბამისი კომპონეტების დნობის და მიღებული მასალის მინისაბერი მილაკის ბოლოში დაგროვების მეშვეობით. მინამ, რომელიც ადრე ძალზედ ძვირადღირებული მასალა იყო და მისი გამოყენება შესაძლებელი იყო მხოლოდ სამედიცინო მიზნებისთვის, როგორც იქნა მიაღწია ფართო მომხმარებლამდე. გაბერვის მეთოდმა შესაძლებელი გახადა ნებისმიერი ფორმის მინის: ბოთლების, დოქების, თასების, ვაზების, ხოლო მოგვიანებით ბრტყელი ფორმის მიღება.

მეორე ძირითადი ეტაპი დაიწყო რომაულ პერიოდში გამჭვირვალე მინის აღმოჩენით. ყველაზე ადრინდელი ნაწარმი დათარიღებულია ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნით. მინის ე.წ. “ოქროს ხანა” წარმოადგენდა დროის პერიოდს ჩვენი წელთაღრიცხვის I საუკუნიდან IV საუკუნემდე, მაშინ, როდესაც მინის ნაწარმის მრავალფეროვნება და რაოდენობა ნამდვილად ექსტრაორდინარული იყო.

ცნობილია, რომ მინის დამზადების ინდუსტრიამ გააგრძელა არსებობა რომის იმპერიის დაცემის შემდეგადაც. ამ დროს ბიზანტიაში მზადდებოდა დაბალი ხარისხის მინა. თუმცა, შუა საუკუნეებამდე მაღალი ხარისხის მინის ნაწარმი მზადდებოდა მხოლოდ ისლამურ სამყაროში.

XVI საუკუნის დასაწყისში ვენეცია ითვლებოდა მინის დამზადების მნიშვნელოვან ცენტრად დასავლეთში და რჩებოდა მსოფლიოს მინის წარმოების მთავარ ცენტრად რამდენიმე საუკუნის განმავლობაში.



მინის სტრუქტურა
ხელით შეხებისას მინა არის მყარი და უდრეკი. არის ადვილად მსხვრევადი და აქვს მსხვრევისადმი მიდრეკილება უეცარი კონტაქტისას მყარ ზედაპირთან და ქიმიური თვალსაზრისით ჯერჯერობით ითვლება სითხედ. ამგვარად, უცნაურია ის, რომ ბევრი ჭურჭელი, რომელიც განკუთვნილია სითხეების შესანახად, რეალურად თვითონ წარმოადგენს სითხის ერთ-ერთ ნაირსახეობას.

მყარ მდგომარეობამდე გაგრილებისას სითხე ინარჩუნებს თავის ძირითად თვისებებს, ხოლო გაცხელებისას მისი თვისებები სრულად იცვლება. ის რბილდება ელასტიურ მდგომარეობამდე, ხოლო საკმარისი ხარისხით გაცხელებისას მოედინება სითხესავით.
გარკვეული ლითონების შემცველ მინას გააჩნია გარკვეული უნიკალური თვისებები, რომელიც არ შეესაბამება სხვა ლითონებს. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რასაც ვეძახით უფრო ელასტიურობის, ვიდრე დნობის წერტილს. გაცხელებისას ის ხდება რბილი, თხევადი და პლასტიური, რაც მაქსიმალურად ამარტივებს მისთვის სახვადასხვა საშუალებებით ან გაბერვით ფორმის მიცემას.

მინის წარმოება
მინა ძირითადად ქვიშისგან შედგება. რადგან ქვიშა არის ერთ-ერთი მასალა, რომელიც ჭარბად მოიპოვება ბუნებაში. ისეთი გამოთქმა, როგორიცაა “მინის არსი არის თვით ბუნება”, იქცა ანდაზად. სუფთა კვარცისგან შემდგარი მასალა, რომელიც მიიღება მხოლოდ ქვიშის დნობით, არის ძალიან მყიფე. სოდის დამატება ხდება ნარევში, რათა ის გახდეს უფრო მყარი და მოხდეს მისი დნობის ტემპერატურის შემცირება. მინერალების - კირქვის, დოლომიტის და მინდვრის შპატის დამატება ხდება წყლის და ქიმიური ნივთიერებების მიმართ მედეგობის გასაზრდელად. მინის ნამსხვერებისგან შემდგარ მეორად მასალებს, ე.წ. “დოზას” ამატებენ ნარევში მისი ღუმელში შემდგომი დნობის მიზნით.

1500ºC ტემპერატურაზე დნობის შემდეგ მინის ნარევი გარდაიქმნება თხევად ნატრუმ-კალციუმ-სილიკატურ მინად, რომელიც  წარმოადგენს სასურველი ფერის თაფლისებრ სქელ სითხეს. დამდნარი მინა იჭრება გუნდებად, რომლებსაც ეძლევა ბოთლის ან ქილის ფორმა შემდეგი მეთოდების გამოყენებით: გაბერვა – გაბერვა(BB), დაპრესვა – გაბერვა (PB) და ვიწროყელიანი დაპრესვა გაბერვა (NNPB). შემდგომ ხდება წარმოებული მინის ნაწარმის გაგრილება და შეფუთვა დაპროგრამებული წესით, საწარმოო ხაზზე ხორციელდება ხარისხის მკაცრი კონტროლი, რის შედეგად ხდება დეფექტის მქონე ერთეულების გამოცალკევება. ამგვარად მინის წარმოების პროცესი სრულდება. მინის ნაწარმის შეფუთვები თავსდება საწყობებში მომხმარებელებისთვის შემდგომი მიწოდების მიზნით.


No comments:

Post a Comment